უსაფრთხოების პოლიტიკა
საიტზე https://www.medstyle.ge არის დაცული "უსაფრთხოების სერტიფიკატით" და მონაცემების გაცვლა ხდება დაშიფრული https არხით.
მიუხედავად ამისა შეგახსენებთ, რომ ინტერნეტ-კომუნიკაციები მაინც არ არის ბოლომდე უსაფრთხო. ჩვენ არ შეგვიძლია ვიკისროთ რაიმე სახის პასუხისმგებლობა საიტზე გაგზავნილ მონაცემებზე მესამე პირების მიერ არასანქცირებულ წვდომაზე ან/და ინფორმაციის დაზიანებაზე!
კონფედენციალურობისა და უსაფრთხოების პოლიტიკა
შპს "მედ სთაილ"-ის ინტერნეტ-მაღაზიის Medstyle.ge (შემდეგში "medstyle.ge") საიტზე https://www.medstyle.ge ვიზიტისას, უნდა გაეცნოთ, მიიღოთ და დაიცვათ ჩვენი კონფედენციალურობისა და უსაფრთხოების პოლიტიკა!
საიტზე განთავსებული ყველა სახის ობიექტი, მათ შორის: სავაჭრო ნიშნები, ლოგოტიპები, საიტის დიზაინის ელემენტები, შიგთავსი ტექსტი, გრაფიკული გამოსახულებები და ილუსტრაციები და სხვა ობიექტები (შემდგომში "კონტენტი") წარმოადგენს შპს "მედ სთაილ"-ის და სხვა უფლებების მფლობელების საკუთრებას, ყველა უფლება ხსენებულ ობიექტებზე არის დაცული.
"medstyle.ge" საიტის ვიზიტორი, პასუხისმგებელია ნებისმიერ ინფორმაციასა და ცნობებზე, რომელსაც ის ატვირთავს ან სხვაგვარად გაავრცელებს აღნიშნულ საიტზე ან/და მისი მეშვეობით. "medstyle.ge" საიტის ვიზიტორი, საკუთარი ინფორმაციის საიტზე განთავსებით/ატვირთვით, "medstyle.ge" ანიჭენბს უფლებამოსილებას განახორციელოს მისი გამოყენება, კოპირება, შენახვა, თარგმნა, გადამუშავება და "medstyle.ge"-ს საჭიროებისამებრ სხვაგვარი გამოყენება. "medstyle.ge" საიტის ვიზიტორი ვალდებულია, საიტის გამოყენებისას დაიცვას უსაფრთხოების ზომები.
"medstyle.ge" საიტზე დაუშვებელია:
1. ელფოსტის მისამართებისა და სხვა საკონტაქტო ინფორმაციის შეგროვება ავტომატიზირებული ან სხვა ნებისმიერი მეთოდებისა და საშუალებების გამოყენებით, შემდგომში არასასურველი ფოსტის (სპამის) და სხვა არასასურველი ინფორმაციის გავრცელების მიზნით.
2. საიტის ნებისმიერი ისეთი ხერხით გამოყენება, რომელიც შეაფერხებს მისი საქმიანობის ჯეროვან ფუნქციონირებას.
3. რაიმე სახის სკრიპტების გამოყენება.
4. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით აკრძალული შინაარსის ინფორმაციის განთავსება:
4.1. მუქარა, სხვა მომხმარებლების ან მესამე პირის შეურაწხმყოფელი ტექსტის სახით;
4.2. ისეთი სახის ინფორმაციის განთავსება, რომელიც ლახავს პირად ან საზოგადოებრივ ინტერესებს, პროპაგანდას უწევს რელიგიურ, რასობრივ, ეთნიკურ ზიზღსა და დაპირისპირებას.
4.3. ნებისმიერ სხვა ინფორმაცია რომელიც არღვევს კანონით დაცულ ადამიანისა და მოქალაქის უფლებებს.
4.4. დანაშაულებრივი საქმიანობის აღწერა ან გავრცელება.
4.5. ნებისმიერი ხერხით სხვა მომხმარებლის პროფილის წვდომის მცდელობა.
4.6. ინტელექტუალური საკუთრების შემლახავი ინფორმაციის განთავსება.
5. აკრძალულია საიტზე განთავსებული ინფორმაციის ან მისი ნებისმიერი ნაწილის კოპირება, გადამუშავება, გავრცელება, გამოქვეყნება, ჩამოტვირთვა, გადაცემა, გაყიდვა ან ნებისმიერი სხვა გზით გამოყენება "medstyle.ge"-ს ნებართვის გარეშე.