სპეც-ტანსაცმელის მოვლის წესები
სპეც-ტანსაცმლის სათანადო მოვლა (თანამედროვე ქიმ-წმენდა, რეცხვა, შეკეთება) - მისი იერსახის და დამცავი თვისებების სავალდებულო პირობაა ექსპლუატაციის სრულ პერიოდში.
ქიმ-წმენდის და რეცხვის განხორციელება უნდა მოხდეს სრული წესების დაცვით, რომელიც გამოსახულია ტანსაცმლის შიდა იარლიყებზე სიმბოლოების სახით. რთულ ნაკეთობებში გამოიყენება იარლიყები დამცავი გარსით და მათზე გამოსახული ინფორმაცია ინახება სპეც-ტანსაცმლის მრავალჯერადი ქიმ-წმენდისა და რეცხვის შემდეგაც.
სპეც-ტანსაცმლის წმენდისთვის გამოიყენება რამოდენიმე ძირითადი ხერხი.
სამრეწველო რეცხვა (სპეც-ტანსაცმლის რეცხვა წყლით და სპეციალური სამრეცხაო საშუალებებით). აქვა-რეცხვა (ჭუჭყის მოშორება წყლით და ზედაპირული აქტიური ნივთიერებებით ზან). ქიმ-წმენდა (ჭუჭყის და ლაქების მოშორება რომელიმე ნივთიერებით წყლის გარეშე, რომლებიც არ ექვემდებარებიან ჩვეულებრივ რეცხვას).
საყოფაცხოვრებო სარეცხი მანქანები და სარეცხი ფხვნილები ვერ ერევიან სპეციფიურ ლაქებს და ჭუჭყს. ამ შემთხვევაში უპრიანია გამოიყენოთ სარეცხი მანქანები ბარაბნის დიდი დიამეტრით: სპეც-ტანსაცმლის ვარდნა დიდი სიმაღლიდან საშუალებას იძლევა გაზარდოს მექანიკური ზემოქმედება და გააცალოს ლაქები ქსოვილს. ქიმ-წმენდა კარგათ ერევა მინერალურ ზეთებს, მაგრამ არ გამოირიცხემა ტანსაცმლის შემდგომი ნოტიო წმენდა და გაშრობა.
ქიმწმენდისადმი, სამრეწველო რეცხვისადმი და შემდგომი გაშრობისადმი (+85°С) მეტად მდგრადია თანამედროვე "ნარევი" ქსოვილები, რომლებიც გაფორმებულია Easy Care ტექნოლოგიით. ამ ქსოვილისგან შეკერილ სპეც-ტანსაცმელს არ ესაჭიროება დაუთოვება, საკმარისია გაშრეს გამართულ მდგომარეობაში (გამოირიცხება ძვირადღირებული პროცედურა, რომელიც მოყვება გაშრობას).
სპეც-ტანსაცმლის სათანადო მოვლა გახლავთ სახსრების ეკონომია და პერსონალის გარანტირებული დაცვა.